ფეხბურთი

3:33 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას საგოლე პასი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 35-ე ტურში ნიკა კაჭარავას “კორონა” სტუმრად “გორნიკს” გაეჯიბრა და შინ ქულით დაბრუნდა. სტუმრებმა პირველივე წუთზე გაუშვეს, თუმცა 27-ე წუთისთვის უკვე იგებდნენ.

მეოცე წუთზე “კორონამ” ანგარიში კაჭარავას აქტივობის შედეგად გაათანაბრა. ქართველი ფორვარდის საგოლე პასით სორიანომ გაათანაბრა.

“კორონას” 49 ქულით მერვე ადგილი უკავია. რაც შეეხება ნიკას, ექსტრაკლასას 25 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.

0.124973