ფეხბურთი

10:25 | 9.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გველესიანის გამარჯვების გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში (+VIDEO)

გიორგი გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის “ზობ აჰანმა” ასევე ირანული “ესტეგჰლალი” 1:0 დაამარცხა და საპასუხო თამაშის წინ მცირე უპირატესობა მოიპოვა.

გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა და გოლი 92-ე წუთზე პენალტით გაიტანა. საგულისხმოა ისიც, რომ ეს თერთმეტმეტრიანიც ჩვენებურმა გამოიმუშავა.

27 წლის გიორგი გველესიანი “ზობ აჰანში” 2017 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ირანის ჩემპიონატში 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 8-ჯერ ითამაშა. “ზობ აჰანსა” და “ესტეგჰლალს” შორის საპასუხო მატჩი 15 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126822