ძიუდო

22:55 | 7.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გიორგაძე: "სამინისტრო კონკრეტულ პოზიციას უახლოეს მომავალში დააფიქსირებს”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა კულტურისა და სპორტის მინისტრთან – მიხეილ გიორგაძესთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზა ვერ დაინახეს, მაგრამ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადასაყენებლად კანონის ფარგლებში ბრძოლას აგრძელებენ და ქართული ძიუდოს ამ პრობლემას აუცილებლად გადაჭრიან.

სპორტსმენებისა და მინისტრის შეხვედრას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პარლამენტარები შოთა ხაბარელი და მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრნენ.

მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ქართულ ძიუდოში არსებული დაპირისპირება ძირეულ შესწავლას საჭიროებს და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან სიტუაცია ძალიან დაძაბულია. კულტურისა და სპორტის მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ პოზიციას სამინისტრო უახლოეს მომავალში დააფიქსირებს, ოღონდ იქამდე, გიორგაძე ორდღიანი საქმიანი ვიზიტით საზღვარგარეთ გაემგზავრება.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება და შესაძლოა ბევრი რამ სწორედ ყრილობაზე გადაწყდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114738