ფეხბურთი

16:47 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დასასრული (+VIDEO)

16 წლის წინ, 2002 წლს 5 მაისს იტალიის სერია A-ს გათამაშების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფინიში ჰქონდა. მილანის “ინტერს” ერთობ ფასეული სკუდეტო 1988-1989 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული და ბუნებრივია, რომ მასიმო მორატის და კომპანიას იტალიის ჩემპიონობა ძალიან სურდათ.

ბოლო ტურის წინ თამაშში ორი გუნდი იყო: “ინტერი” და “იუვენტუსი”. “ნერაძურის” 69 ქულა ჰქონდა და ლიდერობდა, ხოლო “იუვეს” 68 ქულით მეორე პოზიცია ეკავა. 67 ქულით იქვე იყო “რომა”, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ფაბიო კაპელოს გუნდი ტიტულს ვერ შეინარჩუნებდა. ასეთ შემთხვევაში ტურინელებს ვერ უნდა მოეგოთ, ხოლო მილანელებს წაეგოთ.

მოკლედ, 5 მაისს, ყველაფერი “ბებერი ქალბატონის” სასარგებლოდ დატრიალდა. “იუვენტუსმა” უდინეში, “უდინეზე” მარტივად დაამარცხა. პირველივე ტაიმში დავიდ ტრეზეგემ და ალესანდრო დელ პიერომ გაიტანეს და “იუვენტუსმა” მოიგო – 2:0. ახლა მთელი ყურადღება რომისკენ იყო მიმართული, სადაც “ინტერი” უმოტივაციო “ლაციოს” სტუმრობდა.

ექტორ რაულ კუპერის გუნდი ორჯერ იგებდა. ჯერ ბობო ვიერის, მერე ლუიჯი დი ბიაჯოს გოლებით. თუმცა, ორჯერვე კარელ პობორჟსკიმ გაათანაბრა. მეორე ტაიმი კი, “ინტერმა” ჩააგდო და ტიტულის გარეშე დარჩა. დიეგო სიმეონემ და სიმონე ინძაგიმ იმ 90 წუთში “ლაციოს” გამარჯვება (4:2) და “იუვენტუსის” 26-ე სკუდეტო გააფორმეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108623