ფეხბურთი

2:35 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: აზიური ნაკრებები კოპა ამერიკაზე ითამაშებენ

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე (კოპა ამერიკა) აზიური ნაკრებები იაპონია და ყატარი ითამაშებენ. როგორც კონმებოლის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ორივე ზემოხსენებული ქვეყანა კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნული ტურნირისთვის სხვა კონტინენტის წარმომადგენლების დამატება არახალია. მაგალითად, იაპონიას 1999 წელს უკვე ნათამაშები აქვს კოპა ამერიკაზე.

2019 წელს სამხრეთ ამერიკის მთავარ სანაკრებო ტურნირს ბრაზილია უმასპინძლებს. მასში 12 გუნდი ითამაშებს, რომლებიც სამ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. მეოთხედფინალში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი გავლენ.

0.114723