ფეხბურთი

14:45 | 1.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - აპრილის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობთ.

სანამ ნომინანტებზე ვიტყოდეთ, წესებს შეგახსენებთ, რომელიც უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

მარტში ჩვენი გამოკითხვის გამარჯვებული ვაკო ყაზაიშვილი გახდა, რომელმაც ხმების 35.3% მიიღო. "სან ხოსეს" ფეხბურთელი ჩვენმა მკითხველმა პირველად გამოარჩია. ვაკო ამჯერად ნომინირებული არ გახლავთ, რადგან აპრილში გამორჩეული ნამდვილად არ ყოფილა.

აქვე შეგახსენებთ, "თქვენ ირჩევთ" ყველა გამარჯვებულს: ჯანო ანანიძე (სექტემბერი 2016 წელი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი 2017 წელი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი), გრიგოლ დოლიძე (მაისი), სოლომონ კვირკველია (სექტემბერი), სოლომონ კვირკველია (ოქტომბერი), როინ კვასხვაძე (ნოემბერი), სოლომონ კვირკველია (დეკემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (თებერვალი, 2018 წელი), ვაკო ყაზაიშვილი (მარტი).

ახლა კი, აპრილის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. გეტყვით, რომ ქართველებისთვის თვე საკმაოდ წარმატებული გამოდგა და ექვსი კანდიდატი გვყავს. ჩვენი არჩევანი ასეთია და აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელს "თქვენ ირჩევთ"...

საბა ლობჟანიძე (“რანდერსი” დანია) – დანიის სუპერლიგაში ლობჟანიძეს საუკეთესო ერთი თვე ჰქონდა: 6 მატჩი 6 გოლი! ერთი ჰეთ-თრიქი (“სონდერისკესთან”), ერთი დუბლი (“ლიუნგბიუსთან”) და ამავე გუნდთან კიდევ ერთი გოლი. მოკლედ, საბამ ისეთი აპრილი მოიწყო, სამომავლოდ დიდი იმედი რომ ჩასახა. ლობჟანიძე სუპერლიგის ტურის სიმბოლურში ორჯერ მოხვდა. ბოლო ტურში ჩვენებურმა ტრავმა მიიღო, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული დაზიანება არაა.

გიორგი ქვილითაია (“რაპიდი”, ავსტრია) – წარმატებული თვე ჰქონდა გიორგი ქვილითაიას. 24 წლის ფეხბურთელმა გასულ თვეში 6 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გრაცის “შტურმს” ჯერ ავსტრიის თასის 1/2 ფინალში გაუტანა, მერე კი ბუნდესლიგაში. იქამდე ვენის “აუსტრია” და “პოლტენიც” დაამწუხრა. მოკლედ, 6 მატჩი, 4 გოლი – ჩინებული შედეგია.

გიორგი პაპუნაშვილი (“სარაგოსა”, ესპანეთი) – ლა ლიგა 2-ში გიორგიმ აპრილში 4-ჯერ ითამაშა და გოლი ორჯერ გაიტანა. ჯერ “რაიო ვალეკანო” დაამწუხრა, მერე “ალმერია”. საერთოდაც, ამ შეხვედრის შემდეგ პაპუნაშვილი “ლა რომარედას” პუბლიკამ ოვაციებით გააცილა და მართლაც ერთ რამედ ღირდა ამის ნახვა.

ლუკა ზარანდია (“არკა”, პოლონეთი) – ლუკა ზარანდიამ აპრილ ოთხჯერ ითამაშა. ორჯერ ჩემპიონატში, ამდენჯერვე თასზე. ექსრაკლასაში “ლეხიას” კარი დალაშქრა, ხოლო თასის 1/2 ფინალში “კორონა” დაამწუხრა და ფინალში გასვლაში დაეხმარა თავის გუნდს. სამწუხაროდ, ლუკას თვის მეორე ნაწილი ფაქტობრივად გაუცდა, რადგან ტრავმა მიიღო.

დავით ხოჭოლავა (“შახტარი”, უკრაინა) – დონეცკის “შახტარში” გადასვლის შემდეგ უდაოდ საუკეთესო პერიოდი ჰქონდა დავით ხოჭოლავას, რომელმაც აპრილში დონბასელთა ღირსება 5-ჯერ დაიცვა (ხუთჯერვე შეუცვლელად) და სადებიუტო გოლიც გაიტანა “ვერესთან”. მართალია, კიევის “დინამოსთან” მისი შეცდომა დონეცკელებს წაგებად დაუჯდათ, მაგრამ მთლიანობაში წარმატებული თვე ჰქონდა. ერთხელ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ნიკა კაჭარავა (“კორონა”, პოლონეთი) – ნიკა კაჭარავასგან ბევრად ნაყოფიერი თვეებიც გვახსოვს, მაგრამ ნომინანტთა შორის ამჯერადაც მოხვდა. აპრილში კაჭარავამ 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა (დუბლი “არკასთან”) და 1 საგოლე პასი მიითვალა. ბოლო ტურში “ლეგიასთან”.

0.158277