ძიუდო

17:48 | 30.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტთა ნაკრები სამწვრთნელო შტაბის გარეშე დარჩა (+VIDEO)

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განცხადებით, ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე გათავისუფლებულია.

ამის შესახებ განცხადება ქევხიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ფედერაციის პრეზიდენტი საგანგებო ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მწვრთნელებთან საუბრის შემდეგ, გადაწყდა, რომ ცირეკიძე და მისი სამწვრთნელო შტაბი გუნდთან აღარ იმუშავებენ.

საქართველოს ნაკრებმა 26-28 აპრილს, თელ ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ერთი მედალიც ვერ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120509