კალათბურთი

14:30 | 30.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია - ტურის MVP და რეკორდები (+VIDEO)

“სასკი ბასკონიას” ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის ლიგა ენდესას XXX ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

თორნიკემ “მურსიასთან” მართლაც ფანტასტიკური თამაში ჩაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა: 28 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, არამარტო შეხვედრაში, მთლიანად ტურში ყველაზე მაღალი ჰქონდა – 41. შესაბამისად, MVP-ის ტიტული დაისაკუთრა. ქართველი კალათბურთელი მიმდინარე სეზონში მესამედ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე.

შენგელიამ საოცარი სიზუსტით ითამაშა შეტევაში: 91% საჯარიმოებში და 90% ორქულიანებში. 28 ქულა კი, ლიგა ენდესაში მისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. აქამდე ორჯერ დაასრულა მატჩი 25 ქულით. 2014-2015 წლების სეზონში “გრან კანარიასთან” და წელს, მე-16 ტურში “ტენერიფესთან”. ამასთან, პირადი რეკორდი დაამყარა მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებელითაც (41). აქამდე, “თოკომოტივის” საუკეთესო შედეგი ესპანეთის ჩემპიონატში “ტენერიფესთან” მარგი ქმედების 35 კოეფიციენტი გახლდათ.

“მურსიასთან” ბენეფისის შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა კომენტარიც გააკეთა:

რთული შეხვედრა იყო. მხოლოდ ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად ევროლიგის მატჩის შემდეგ. თანაც, კარგი მეტოქე გვყავდა. ვამაყობ ჩემი გუნდით და ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით. მადლობა ჩემს სტაფს, ჩემს კოლეგებს, რომლებმაც ყველაფერი გამიადვილეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დავეხმარე გუნდს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში. ახლა, მთავარია ენერგია მალევე აღვიდგინოთ და პლეი-ოფებამდე მაქსიმუმი გავაკეთოთ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112968