კალათბურთი

18:39 | 29.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ ესპანეთი დაიპყრო! (+VIDEO)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას 30-ე ტურში “ბასკონიამ” საკუთარ მოედანზე “მურსია” დაამარცხა – 87:85. ვიტორიელები ნამდვილად ვერ მოიგებდნენ, რომ არა მათი კაპიტანი – თორნიკე შენგელია.

ქართველმა კალათბურთელმა უბრალოდ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და აბსოლუტურად ყველა კომპონენტში საუკეთესო იყო მოედანზე. თორნიკემ ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო, ყველაზე მეტჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან და ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა.

29:26 წუთში ჩვენებურმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება მიითვალა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა არც მეტი, არც ნაკლები 41(!) შეადგინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ჯერ ტური არ დასრულებულა, მაგრამ დიდი ალბათობით შენგელია ტურის MVP-იც გახდება.

თორნიკემ საოცარი პროცენტული სიზუსტით ითამაშა შეტევაში: 10-დან 9 ორქულიანი (90%) და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო (91%), ხოლო სამქულანიდან ბედი არ უცდია.

“ბასკონიას” 29 მატჩში 21 მოგების წილ 8 წაგება აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში ბასკები 3 მაისს, ლიდერ “რეალს” მადრიდში ეწვევიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110941