ძიუდო

16:45 | 28.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

თუშიშვილი ნახევარფინალშია, ღვინიაშვილი – "ბრინჯაოს ნახევარფინალში”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის 2018 წლის ჩემპიონატს საუკეთესო შემთხვევაში ოქროსა და ბრინჯაოს თითო მედლით ჩაამთავრებს. ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი ცხრაკაციანი გუნდის ხუთი წევრის უშედეგო ჭიდაობის შემდეგ, დღეს ევროკონკურენციაში დარჩენილი ოთხი სპორტსმენი ჩაება და ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება ორმა მათგანმა მოიპოვა: ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ). თუშიშვილი ნახევარფინალშია, ხოლო ღვინიაშვილი – რეპეშაჟის ნახევარფინალში.

დღესვე, საქართველოს დროშის ქვეშ ტატამზე ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი უშანგი მარგიანი (90 კგ) და ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანიც (100 კგ) გავიდნენ, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.

თუშიშვილის მეტოქე ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრი ტამერლან ბაშაევი იქნება. ღვინიაშვილი კი ბრინჯაოს გზაზე ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.114589