ფეხბურთი

1:16 | 28.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი მუნდიალს მიღმა დარჩენას ირონიულად გამოეხმაურა

ლოს ანჯელეს “გელექსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრების მიღმა დარჩენას საჯაროდ გამოეხმაურა. სკანდინავიელმა ფორვარდმა საკმაოდ ირონიული განცხადება გააკეთა.

36 წლის ფორვარდის აზრით, შვედეთი მუნდიალის ფავორიტია:

“ვფიქრობ, რომ შვედეთი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ფავორიტია. ეს გუნდი ჩემს გარეშე უფრო ძლიერია. მე არ ვარ ეროვნული ნაკრების წევრი და ამით ყველაფერია ნათქვამი, განსახილველი არაფერია”, - განუცხადა ზლატანმა ESPN-ს.

შეგახსენებთ, შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ ნაკრებში არ დაბრუნება. არადა, მანამდე ვეტერანმა შემტევმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის სურვილი გამოთქვა და გუნდში დაბრუნებას აპირებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.06164