კალათბურთი

3:41 | 27.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია და "ბასკონია" ევროლიგას დაემშვიდობნენ

ესპანურმა “ბასკონიამ” ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში ასპარეზობა დაასრულა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა მოქმედი ჩემპიონის, “ფენერბახჩეს” დამარცხება ვერ შეძლეს.

“ბასკონიამ” ორი დღის წინ სერიის მესამე მატჩი მოიგო და სხვაობა შეამცირა, ხოლო დღეს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ...

“ფენერმა” პირველი ტაიმი ძალზე მაღალ დონეზე ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 16 ქულიანი უპირატესობით გავიდა. რა გასაკვირია, რომ თურქებმა მოპოვებული ფორა აღარ გაანიავეს. ერთადერთი, რაც ვიტორიელებმა მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება გახლდათ – 83:92. ამრიგად, “ფენერბახჩემ” ესპანური გუნდი სერიაში 3:1 დაამარცხა და ოთხთა ფინალში გავიდა, სადაც ბუნებრივია ტიტულის შენარჩუნებას ეცდება.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და პარკეტზე 25:41 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ჩვენებურმა 11 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება გაახერხა.

თორნიკემ 4-დან 3 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 13 შეადგინა.

დღესვე ოთხთა ფინალის კიდევ ერთი მონაწილე გამოვლინდა. კაუნასის “ჟალგირისმა” პირეოსის “ოლიმპიაკოსი” 101:91 დაამარცხა და სერიაში 3:1 გაიმარჯვა. შესაბამისად, ლიტველები ევროლიგის საუკეთესო ოთხეულში აღმოჩნდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134076