ჩოგბურთი

19:55 | 26.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა შაპოვალოვის ბარიერი დაძლია

უნგრეთის ღია ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა კანადის სახელით მოასპარეზე დენის შაპოვალოვი 6:2, 6:4 დაამარცხა. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა შეხვედრა კარგად ჩაატარა და შეცდომებს ნაკლებას უშვებდა, რასაც ვერ ვიტყვით მსოფლიო რეიტინგის 43-ე ნომერსა და ტურნირის მეოთხე ნომრად განთესილზე, რომელმაც ბევრი შეცდომა დაუშვა და უზუსტო თამაშის გამო რამდენჯერმე დაბრეიკდა.

19 წლის დენისმა შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ნიკამ - სამი. აუღებელი ჩაწოდებით შაპოვალოვმა ქულა სამჯერ აიღო, ხოლო ქართველმა - ორჯერ. ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდებაზე გეიმი ხუთჯერ მოიგო, ხოლო კანადელმა ბრეიკი ორჯერ შეასრულა, თუმცა ლიდერის რანგში მყოფი ჩოგბურთელისთვის აღნიშნული საკმარისი არ გამოდგა.

ბასილაშვილის მომავალი მეტოქე ანდრეას სეპი იქნება, რომელმაც მერვედფინალში მიხაილ იუჟნი 6:1, 6:2 დაამარცხა. იტალიელი და ქართველი ერთხელ შეხვდნენ, გასულ წელს ლიონის ტურნირის მერვედფინალში ნიკამ მეტოქე 6:4, 6:4 დაამარცხა. ამჟამად სეპი მსოფლიოს რეიტინგში 55-ე პოზიციაზე იმყოფება. შეხვედრა ხვალ, 27 აპრილს ცენტრალურ კორტზე გაიმართება. 13:00 საათზე ერთმანეთს იან-ლენარდ შტრუფი და მარკო ჩეჩინატო დაუპირისპირებიან ერთმანეთს, აღნიშნული მატჩის შემდეგ კი ქართველის და იტალიელის შეხვედრა გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116232