კალათბურთი

14:20 | 26.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონი, ვესტბრუკი და ჯორჯი - შეუჩერებელნი (+VIDEO)

NBA-ში გრძელდება პლეი-ოფის სტადია და დღევანდელი სათამაშო დღის შემდეგ ერთ წყვილში გამარჯვებული უკვე გაირკვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, “ჰიუსტონ როკეტსს” პრობლემა არ შექმნია და “მინესოტა” პლეი-ოფის საწყის სტადიაზე დაამარცხა – 4:1. სერიის მეხუთე და როგორც გაირკვა ბოლო მატჩი დაძაბული გამოდგა. “ვულვზი” კარგა ხანს უძალიანდებოდა მეტოქეს, მაგრამ ბოლოში მასპინძლებმა მაინც იძალეს და კონფერენციის ნახევარფინალში გავიდნენ.

შვეიცარიელი კლინტ კაპელა იყო გამორჩეული, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა – 26 ქულა, 15 მოხსნა. ჯეიმს ჰარდენიც არ ჩამორჩა დიდად და თავისიანებს 24 ქულით, 12 პასითა და 5 მოხსნით შეეწია. “მინესოტიას” რიგებში კი კარლ-ენტონი თაუნსი იყო საუკეთესო (23 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი).

“ჰიუსტონ როკეტსი” – “მინესოტა” 122:104 (25:26, 30:33, 30:15, 37:30)

“კლივლენდ კავალიერსი” “ინდიანა პეისერსთან” სერიაში წინ გავიდა. “კავსმა” საკუთარ კედლებში დიდი ბრძოლის შედეგად დაძლია სტუმართა წინააღმდეგობა. გადამწყვეტი მაინც მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ 15 ქულიანი უპირატესობით მოიგო. საბოლოოდ, შეხვედრა 98:95 დასრულდა და “კლივლენდი” დაწინაურდა სერიაში – 3:2.

რაღა თქმა უნდა, ამაში უდიდესი წვლილი ლებრონ ჯეიმსს მიუძღვის. აბა, ისე როგორ იქნებოდა?! “მეფემ” 42 წუთში 44 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითავალა. ზემოთ ვახსენეთ მესამე მეოთხედი, მაგრამ შეხვედრის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა დათქვა გადამწყვეტი სიტყვა? - ანგარიში თანაბარი იყო (95:95), როდესაც ლებრონ ჯეიმსმა სამქულიანი სირენასთან ერთად ჩააგდო და "კავსი" დრამატული გამარჯვებით დაწინაურდა! სერიის მეექვსე მატჩი 28 აპრილს, ინდიანაპოლისში გაიმართება.

“კლივლენდი” – “ინდიანა” 98:95 (23:25, 26:31, 32:17, 17:22)

“ტორონტო რეპტორსიც” წინა გაიჭრა ამასობაში. კანადელებმა “ვაშინგტონ ვიზარდსი” დასკვნით მეოთხედში გატეხეს და სერიაში დაწინაურდნენ – 3:2. “რეპტორსს” დემარ დეროზანმა ულიდერა, რომელმაც 32 ქულა მიითავალა. ჯონ ველის 26 ქულამ კი “ვიზარდსს” მარცხისგან თავი ვერ აარიდებინა. სერიის მომდევნო შეხვედრა 28 აპრილს, ვაშინგტონშია ჩანიშნული.

“ტორონტო რეპტორსი” – “ვაშინგტონი” 108:98 (23:24, 25:23, 31:31, 29:20)

და ბოლოს, “ოკლაჰომა სიტიმ” სერიაში ანგარიში შეამცირა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაიტოვა. “თანდერმა” საკუთარ მოედანზე ამჯერად დაამარცხა “იუტა ჯაზი” და ეს ფანტასტიკური რასელ ვესტბრუკის ხარჯზე მოახერხა. რასელის აქტივში 45 ქულა იყო, რასაც 15 მოხსნა და 7 პასიც დაუმატა. თუმცა, მარტო მისი წვლილი არაა გამარჯვებაში – პოლ ჯორჯიც შესაშურად გაისარჯა. მის აქტივში 34 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასია. “ოკლაჰომამ” “ჯაზმენები” 107:99 დაამარცხა. როგორც ხედავთ, “თანდერის” 107 ქულიდან 79 ორი მოთამაშის ანგარიშზეა... სერიის მეექვსე შეხვედრა 28 აპრილს, იუტაში შედგება.

“ოკლაჰომა” – “იუტა ჯაზი” 107:99 (29:34, 12:22, 37:22, 29:21)

თეგებიNBA
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.244801