ფეხბურთი

2:12 | 26.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

350 დღის შემდეგ პირველად...

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს საოცარი სერია ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა. საქმე ეხება მიჯრით გატანილ გოლებს – პორტუგალიელმა 11-მატჩიანი (სარეკორდო) სერია მიუნხენში, "ბაიერნთან" (2:1) მოგებულ თამაშში დაასრულა.

ისე, კრიშტიანუმ გოლი შეაგდო, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა და სამართლიანადაც, “რეალის” შემტევმა თამაშის წესები დაარღვია.

რონალდუს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ბოლოს ერთი წლის წინ, 2017 წლის 10 მაისს, “ატლეტიკოსთან” (1:2) არ ჰქონდა გოლი გატანილი. მას შემდეგ 350 დღე გავიდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116269