ფეხბურთი

19:40 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: “ჩემპიონთა ლიგა “რეალის” სისხლშია”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “ბაიერნთან” მატჩის შესახებ საუბრობს. ფრანგი სპეციალისტი მეტოქეს აქებს, მაგრამ ფავორიტად არცერთ გუნდს არ მიიჩნევს.

“ფიზიკურად კარგ ფორმაში ვართ და მზად ვართ დიდი მატჩის ჩასატარებლად. ყველა ფეხბურთელს მოსწონს ასეთი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობა, დიდი მეტოქის წინააღმდეგ.

როდესაც “ბაიერნში” ჰაინკესი მივიდა, გუნდი შეიცვალა. ფავორიტი ამ დაპირისპირებას არ ჰყავს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა “რეალის” სისხლშია. ჩვენ გვიყვარს მსგავსი თამაშები”, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, “ბაიერნი” – “რეალის” მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132055