ფეხბურთი

15:28 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

დარასელიას თასი: კიევის "დინამომ" სფფ-ს აკადემია დაამარცხა (+VIDEO)

ვიტალი დარასელიას თასის გათამაშებზე მეორე დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს სფფ- ს აკადემია და "დინამო" კიევი დაუპირისპირდნენ. გუშინ ორივე გუნდმა მარცხი იწვნია და დღევანდელი მატჩი ქულების მხრივ ორივე გუნდისთვის პრინციპულ ხასიათს ატარებდა.

პაექრობა სფფ- ს გუნდმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მიჯრით რამდენიმე მწვავე შეტევას ლუკა მაყაშვილის გოლიც მიაყოლა. ტაიმის ბოლომდე კიეველებმა თანაფარდობის აღდგენა მოახერხეს. გოლი რუსლან ბერეზანსკიმ გაიტანა. მეორე ტაიმში "დინამოს" ფეხბურთელებმა უფრო უმატეს ტემპს და მორიგ შეტევას გიორგი გრიგალაშვილის ავტოგოლი მოჰყვა. უკრაინელებმა ცოტახანში მესამე გოლიც გაიტანეს, თავი ივან ვიდოსევიჩმა გამოიჩინა და შეხვედრაც კიევის "დინამოს" გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

სფფ-ს აკადემია - დინამო კიევი 1:3

გოლი: მაყაშვილი, ბერეზანსკი, გრიგალაშვილი ა.გ., ვიდოსევიჩი

გაფრთხილება: ორუჯევი, მიშჩენკო, ვიდოსევიჩი, გრიგალაშვილი, ჟივიძე

გაძევება: ორუჯევი, გრიგალაშვილი

სფფ- ს აკადემია: კაპანაძე, ტალახაძე, სეხნიაშვილი (ბეჭვაია 43), აბძანდაძე, გრიგალაშვილი, ჟივიძე, ფოცხვერია, მაყაშვილი, მეხტიევი (გოგოხია 47), პატაშური (კოტია 51), ქუნთელია

დინამო კიევი: იჰნატენკო, ბერეზანსკი, ბოლი, მაზური (ორუჯევი 22), მელნიკი, მიშჩენკო (სკრიპნიკი 62), ოპანასენკო, პოპოვი (ზდირკო 56), ვოლოშნი, ვიდოსევიჩი (დემიდენკო 65), კირილიუკი

fcdinamo.ge

0.162913