ფეხბურთი

16:45 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ოლივერს ფინალის მსაჯობა ანდეს

მაიკლ ოლივერი, არბიტრი, რომელიც “რეალისა” და “იუვენტუსის” მატჩის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდა... ის ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს იმსაჯებს.

აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა. 33 წლის მსაჯისადმი ეს მართლაც დიდი ნდობაა.

ასოციაციის თასის ფინალი კი 19 მაისს, “უემბლიზე” შედგება. ანტონიო კონტეს “ჩელსი” ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედს” შეეცილება თასისთვის ბრძოლაში.

0.111194