ჭიდაობა

12:33 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა ევროათეული შეავსეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის განაცხადი შეავსო. რუსეთის ქალაქ კასპიისკში 4-6 მაისს გასამართ ევროპირველობაზე ქართული გუნდი უძლიერესი შემადგენლობით გავა ხალიჩაზე. ევროკონკურენციაში ჩაებმებიან მსოფლიოს ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი და გენო პეტრიაშვილი. ხინჩეგაშვილი ამ რანგის შეჯიბრებაზე პირველად იჭიდავებს 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

საქართველოს ნაკრები რუსეთში 2 მაისს გაემგზავრება. 4 მაისს 57, 65, 70, 79 და 97 კილოგრამი წონითი კატეგორიების წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები შედგება. ამ წონებში საპრიზო სამეულები 5 მაისს შეივსება. იმავე დღეს ჩაებმებიან ბრძოლაში 61, 74, 86, 92 და 125 კილოგრამის მოჭიდავეები. 6-ში კი მედლების ბოლო ხუთი კომპლექტი გათამაშდება.

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს ნაკრები

57 კგ - ოთარ გოგავა

61 კგ - ბექა ლომთაძე

65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი

74 კგ - ავთანდილ კენჭაძე

79 კგ - ჯუმბერ ყველაშვილი

86 კგ - სანდრო ამინაშვილი

92 კგ - ირაკლი მწითური

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ - გენო პეტრიაშვილი

0.131246