ჩოგბურთი

20:15 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ლორენცი დაამარცხა

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო.

ნიკამ იტალიელი პაოლო ლორენცი 6:4, 6:2 დაამარცხა. მატჩი საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა საუცხოოდ ითამაშა, 5 ეისი ჩააწოდა და 10 შესაძლებლობიდან სამი ბრეიკი შეასრულა. ურთიერთშეხვედრებში ნიკოლოზმა ანგარიში 1:1 გახადა.

ტურნირის 1/8-ფინალში ქართველი ჩოგბურთელი კანადელ დენის შაპოვალოვს შეხვდება, მატჩი 25 აპრილს გაიმართება.

0.116197