ფეხბურთი

19:30 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონმა გასახდელში ხმას აუწია

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი “ნაპოლისთან” (0:1) მარცხით განრისხდა და თამაშის დასრულებისთანავე გასახდელში თანაგუნდელებთან მკაცრი საუბარი გამართა.

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ბუფონი, რომელიც გასახდელში ყველაზე გვიან შევიდა, “იუვენტუსის” თამაშით გაბრაზებული გახლდათ. ჯიჯიმ თავის კარიერაში უჩვეულოდ, თანაგუნდელებთან ხმას აუწია და რამდენიმე მათგანი სუსტ თამაშში დაადანაშაულა. პირველ ყოვლისა მეჰდი ბენატია, რომელსაც კალიდუ კულიბალი გოლის ეპიზოდში დაუსხტლდა.

თავის მხრივ, მასიმილიანო ალეგრიმ საჯაროდ განაცხადა, რომ “ნაპოლისთან” მატჩი მისი გუნდისთვის მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი მატჩი იყო. შეგახსენებთ, “იუვენტუსი” გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე ისევ ლიდერია, მაგრამ “ნაპოლის” მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11496