ფეხბურთი

22:00 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის 31-ე ტურის სიმბოლური

ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ Kicker-მა ბუნდესლიგის 31-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე “ჰოფენჰაიმიდან” მოხვდა, რომელმაც გასვლაზე “ლაიფციგი” გაანადგურა (5:2).

ტურის გამორჩეული გუნდი ასეთია:

მეკარეები: იულიან პოლერსბეკი (“ჰამბურგი”);
მცველები: კევინ ვოგტი (“ჰოფენჰაიმი”), იანიკ ვესტერგაარდი (“გლადბახი”), ხუან ბერნატი (“ბაიერნი”);
ნახევარმცველები: კრისტოფ კრამერი (“გლადბახი”), პაველ კადერაბეკი (“ჰოფენჰაიმი”), ჯედონ სანჩო, მარკო როისი (ორივე “დორტმუნდი”), ტომას მიულერი (“ბაიერნი”);
თავდამსხმელები: მარკ უტი (“ჰოფენჰაიმი”), ევგენი კონოპლიანკა (“შალკე”).

თეგებიბუნდესლიგა
0.10053