კალათბურთი

10:28 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიომ” სხვაობა შეამცირა (+VIDEO)

“სან ანტონიომ” შინ “გოლდენ სტეიტი” 103:90 დაამარცხა (VIDEO). ტეხასელეებმა “მეომრებს” პირველ ტაიმში 8 ქულით მოუგეს. მეორე ტაიმში “ოქროს შტატელებმა” მინიმუმ 2 ქულამდე დაიყვანეს ჩამორჩენა. ეს იყო და ეს, რაც “გოლდენ სტეიტმა” მოახერხა.

სამწუხაროდ, ზაზა ფაჩულია ისევ არ ათამაშეს. მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა, რომელმაც 13 მოხსნაც მიითვალა. “სან ანტონიოში” 22 ქულით და 10 მოხსნით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა. სერიას “გოლდენ სტეიტი” 3:1-ს იგებს. მომდევნო შეხვედრა ოკლენდში 25 აპრილს თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

“ვაშინგტონმა” საკუთარ დარბაზში “ტორონტოს” 106:98 აჯობა. სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა დემარ დეროზანის ანგარიშზეა, “ვაშინგტონში” 31 ქულით ბრედლი ბილი გამოირჩა. სერიის მომდევნო შეხვედრა კანადაში 26 აპრილს 00:00 საათზე დაიწყება.

“კლივლენდმა” გასვლაზე “ინდიანას” 104:100 მოუგო და სერიაში ანგარიში 2:2 გახადა. “კლივლენდს” ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, 32 ქულა, 13 მოხსნა, 7 პასი და 2 ბლოკ-შოტი შესძინა. “ინდიანაში” 19 ქულით საბონისი გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128559