ფეხბურთი

20:55 | 22.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის ჰეთ-თრიქი დანიის სუპერლიგაში!

შესანიშნავ ფორმაშია საბა ლობჟანიძე, რომელიც დანიის სუპერლიგაში მოედანს უგოლოდ თითქმის აღარ ტოვებს. 31-ე ტურში “რანდერსმა” “სონდერისკე” 3:0 დაამარცხა და ძალზე სასიხარულოა, რომ სამივე გოლი (VIDEO) ჩვენებურმა შემტევმა გაიფორმა.

საბამ 21-ე, 24-ე და 73-ე წუთებზე შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა და ეს მისი პირველი ჰეთ-თრიქია დანიაში.

მთლიანობაში კი, სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 28-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა (დანიის თასზე 2 თამაში, 1 გოლი).

“რანდერსი” კი გადარჩენისთვის იბრძვის. პლეი-აუთის 4 გუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება 27 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114893