კალათბურთი

12:45 | 22.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუ ორლეანმა“ სერია მშრალზე მოიგო

„ნიუ ორლეანმა“ შინ „პორტლენდი“ 131:123 დაამარცხა და სერია 4:0 მოიგო. „პელიკანსი“ მომდევნო ეტაპზე „გოლდენ სტეიტი“ – „სან ანტონიოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ნიუ ორლეანელებმა 42:31 მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც გუნდს 47 ქულა, 11 მოხსნა, 3 ბლოკ-შოტი და 1 პასი შესძინა.

„მინესოტამ“ საკუთარ დარბაზში „ჰიუსტონ როკეტსი“ 121:105 დაამარცხა. მინიაპოლისელებმა სერიაში სხვაობა შეამცირეს (1:2). „ტიმბერვულვზი“ მესამე პერიოდის დასაწიყისში დაწინაურდა და მას შემდეგ ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვია. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზეა. ჯიმი ბატლერმა 28 ქულა ჩააგდო. სერიის მეოთხე შეხვედრა ისევ მინესოტაში 24 აპრილს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

„იუტა ჯაზმა“ „ოკლაჰომას“ 115:102 აჯობა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. საოცარი შეხვედრა ჩაატარა რიკი რუბიომ რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა 26 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი. „ოკლაჰომაში“ 23 ქულით პოლ ჯორჯი გამოირჩა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც იუტამ 31:22 მოიგო. სერიის მეოთხე შეხვედრა ისევ იუტაში 24 აპრილს 06:30 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118634