ჩოგბურთი

11:44 | 22.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი უნგრეთის ღია ტურნირს ლორენცოსთან შეხვედრით იწყებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბრთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრეთის ღია ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. Gazprom Hungarian Open-ის პირველ წრეში 26 წლის მოთამაშის მეტოქე პაოლო ლორენცი იქნება. წყვილში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე დენის შაპოვალოვს დაუპირისპირდება.

აღნიშნული ჩოგბურთელები ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ, 2016 წელს კიცბუელის ტურნირის ფინალში იტალიელმა 6:3, 6:4 იმარჯვა. ლორენცი ორშაბათს განახლებულ რეიტინგში 65-ე ადგილზე იქნება, ბასილაშვილი კი მე-80 პოზიციას შეინარჩუნებს.

ბუდაპეშტში უნგრეთის ღია ტურნირი მეორედ გაიმართება. წინა წელს ATP-ის გადაწყვეტილებით, ბუქარესტის ნაცვლად ტურში ბუდაპეშტი ჩაება. წინა წელს ლუკა პუიმ გაიმარჯვა და ახლა ფრანგი ჩოგბურთელი პირველ ნომრადაა განთესილი. ტურნირის საპრიზო ფონდი 2018 წელს 501,345 ევროა.

0.11132