ფეხბურთი

2:38 | 22.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" "ბენევენტოსთანაც" დაეცა

იტალიის სერია A მიმდინარე უიქ-ენდზე ისეთი მატჩის მოლოდინშია, შაბათის სათამაშო დღე ცოტა არ იყოს, დაიჩრდილა. საჩემპიონო მატჩია ტურინში, “იუვენტუსი” – “ნაპოლი”. თუმცა, იქამდეც ხმაურიან სენსაციასთან გვქონდა საქმე: “ბენევენტომ” არც მეტი, არც ნაკლები, “მილანი” “სან სიროზე” დაამარცხა.

სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ჯენარო გატუზოს გუნდი უპირობო აუტსაიდერის წინააღმდეგ ერთობ უსუსრად გამოიყურებოდა და დამსხურებულადაც წააგო. რობერტო დე ძერბის გუნდს ისტორიული გამარჯვები პეტრო იემელოს გოლმა მოუტანა, რომელიც პირველ ტაიმში გავიდა. ალბათ, გახსოვთ ამ გუნდთა პირველი წრის მატჩი – ბოლო წუთზე მეკარე ბრინიოლას გოლი და ფრე, 2:2. ახლა, კიდევ უფრო დიდი სასწაული მოხდა. მოკლედ, “მილანმა” “ბენევენტოსთან” შესაძლებელი 6 ქულიდან ოდენ 1 ქულა მოიპოვა. თავის მხრივ, დებიუტანტს 17 ქულა გააჩნია და აქედან 4 “როსონერის” წაგლიჯა.

ამასობაში, “მილანი” ჩემპიონთა ლიგის ზონას 10 ქულით დაშორდა და ეს უკვე ოცნების სფეროს წააგავს. მაგას ვინღა ჩივის, ვინძლო ევროპა ლიგაზე გასვლა არ გაუხდეს სანატრელი. ჩასაფრებული არაერთი გუნდია: “ატალანტა”, “სამპდორია”, “ფიორენტინა”...

“რომამ” კი “ლივერპულთან” მატჩამდე კარგი რეპიტიცია გაიარა და ფერარაში “სპალი” უპრობლემოდ დაამარცხა – 3:0. როგორც იქნა გოლი გაიტანა პატრიკ შიკმა, რომელმაც რომაული ანგარიში სეზონის ფინიშზე გახსნა.

“ფიორენტინამ” კი წაუგებელი სერია შუა კვირაში შეწყვიტა და აგერ, “სასუოლოსთანაც” უქულოდ დარჩა. ამან სტეფანო პიოლის გუნდს ევროპისკენ გზა ძალზე გაურთულა.

ახლა მთელი იტალიური საფეეხბურთო სამყაროს ყურადღება ტურინისკენაა მიმართული, სასწროზე სკუდეტო დევს და საინტერესოა, საით გადასწონის...

“სპალი” – “რომა” 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ვიკარი (33), 0:2 ნაინგოლანი (52), 0:3 შიკი (59)

“სასუოლო” – “ფიორენტინა” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 პოლიტანო (41)

“მილანი” – “ბენევენტო” 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 იემელო (29)

თეგებისერია A
0.187399