გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის სამი შეხვედრა გაიმართა.
“გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “სან ანტონიო” 110:97 დაამარცხა. სამწუხაროდ სტივ კერიმ ზაზა ფაჩულია ისევ არ ათამაშა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ხოლო მესამე პერიოდიდან “მეომრები” წინ გავიდნენ ისე, რომ ტეხასელებმა ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხეს. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო ტომპსონს 19 ქულა ჰქონდა. “სან ანტონიოში” ორმაგი დუბლით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა 18 ქულა 10 მოხსნა. სერიას “გოლდენ სტეიტი” 3:0-ს იგებს. მეოთხე შეხვედრა ისევ ტეხასში 22 აპრილს თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
“მაიამი ჰიტის” შინ “ფილადელფიასთან” 108:128 განადგურდა. პირველი სამი პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა დასკვნით მეოთხედში ფილადელფიელებმა 32:14 მოიგეს და სერიაში 2:1 დაწინაურდნენ. “ფილადელფიას” ცენტრი ჯოელ ემბიდი დაუბრუნდა, რომელმაც გუნდს 23 ქულას, 7 მოხსნა, 4 პასი და 3 ბლოკ-შოტი შესძინა. “მაიამიში” 23 ქულით დრაგიჩი გამოირჩა.
როგორც მოსალოდნელი იყო “ნიუ ორლეანმა” საკუთარ დარბაზში “პორტლენდი” 119:102 დაამარცხა, სერიას 3:0-ს იგებს და მომდევნო ეტაპზე თამაში თითქმის გარანტირებული აქვს. ნიუ ორლეანლებმა პირველი პერიოდი 36:20 მოიგეს და თამაშის ბედი თავიდანვე გადაწყვიტეს. მიროტიჩმა 30 ქულა ჩააგდო, ენტონი დევისს 28 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. “პორტლენდში” 22 ქულით მაკალუმი გამოირჩა.
“მაიამი” – “ფილადელფია” 108:128 (33:37, 31:26, 30:33, 14:32)
“ნიუ ორლეანი” – “პორტლენდი” 119:102 (36:20, 28:25, 27:25, 28:32)
“სან ანტონიო” – “გოლდენ სტეიტი” 97:110 (23:26, 23:26, 26:23, 25:26)







