თამაშგარე

10:51 | 20.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეინი, კოლინი, ბუდარა და ბუდარეხა

“დათა თუთაშხიასეული“ ბუდარა და ბუდარეხასი არ იყოს, ინგლისელი ვეტერანი ფეხბურთელი უეინ რუნი და მისი ცოლი, ყოფილი მოდელი, კოლინ ქრივი ერთურთზე რამდენადაც კი არ უნდა გაბრაზდნენ, ბოლოს მაინც ვერ ძლებენ უერთმანეთოდ და რუნების ოჯახი ამის გამო მყარად დგას, ვითარცა მუხა ფესვგაუხმობი.

სწორედ ამ თვისებების გამო, ბრიტანულმა ტაბლოიდმა “სანმა“ ცოტა ხნის წინ, უეინის ოჯახი გამოარჩია და ბოლო წლების ყველაზე სტაბილურ ოჯახად გამოაცხადა. რეალურად რამდენად სტაბილურია ეს ოჯახი - რთული სათქმელია, რადგან ხან რუნი გარბის ქალებში და ხან კოლინს ამოსდის ასე ცხოვრება ყელში. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ყველაფერი მაინც ჩვენს მიერ ნახსენები ბუდარა და ბუდარეხესავით შერიგებითა და მტლაშა-მტლუშით სრულდება.

ისე კი, როდესაც დიდი ბრიტანეთის სტაბილურ ოჯახებზე მიდგება საქმე, რუნებზე მეტად ყველას ცხადია კიდე ერთი ვეტერანი მობურთალის, დევიდ ბექჰემის ოჯახი გაგვახსენდება. დევიდმა და მისი კაპარჩხანა ცოლმა, ვიქტორია ადამსმა იმდენი დაბრკოლება გაიარეს ერთად - აწი რაღა დააშორებთ?!...

0.101936