ფეხბურთი

20:15 | 18.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ეიბარმა” ლეონს გაუხანგრძლივა

“ეიბარმა” გამოცდილ ნახევარმცველს, პედრო ლეონს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ბასკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, 31 წლის ფეხბურთელი “იპარუაზე” 2020 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

ცნობისთვის, პედრო “ეიბარს” 2016 წელს “ხეტაფედან” შეუერთდა. “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა და დაბრუნება მხოლოდ თებერვალს მოახერხა. გამოჯანმრთელების შემდგომ კი, მოედანზე 8-ჯერ გამოჩნდა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112944