სხვა

21:58 | 17.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონში საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მეორე გამარჯვება იზეიმა. ამჯერად ქართველებმა ჯგუფში ფავორიტად მიჩნეული ბულგარეთი 5:3 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ორი მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ნაკრების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:

საქართველო – ჰონგ-კონგი 19 აპრილი, 18:15 საათი

საქართველო – სამხრეთ აფრიკა 20 აპრილი, 22:00

საქართველო – ტაიპეი 22 აპრილი, 15:00

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველომ თურქეთს 6:2 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1128