ფეხბურთი

1:29 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ შოუ: გაცამტვერებული "მონაკო" და გაფორმებული ჩემპიონობა (+VIDEO)

"პარი სენ ჟერმენმა" როგორც მოსალოდნელი იყო, ვადაზე ადრე გაიფორმა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული - სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე. უნაი ემერის გუნდი "მონაკოს" 14 ქულით სჯაბინდა და 33-ე ტურში სწორედ "უშუალო" კონკურენტი მიიღო მშობლიურ "პარკ დე პრენსზე.

7:1 - ასეთი ანგარიშით აჯობა პსჟ-მ "თავადებს" და მისთვის მიუწვდომელი გახდა. ეს პარიზელთა მეშვიდე ტიტულია ისტორიაში და აქვე პატარა რევანშზეც შეგვიძლია ვისაუბროთ: შარშან ლიგა 1 "მონაკომ" მოიგო და შესაბამისად, პსჟ-სთვის ჩემპიონობის მონტე კარლოელებთან გაფორმება, თანაც ასეთი თამაშის ფონზე, ორმაგად სასიამოვნო უნდა ყოფილიყო.

0.15633