ფეხბურთი

0:53 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსვ ეინდჰოვენი ჰოლანდიის ჩემპიონია (+VIDEO)

პსვ ეინდჰოვენი ჰოლანდიის 2017-2018 წლების სეზონის ჩემპიონია. ფილიპ კოკუს გუნდმა ერედივიზიონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ოფიციალურად გაინაღდა ტიტული და სიმბოლურია, რომ ეს დაუძინებელი მეტოქის, “აიაქსის” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ შეძლო.

პსვ ამსტერდამელებს 7 ქულით უსწრებდა და “ფილიპს არენაზე” ისე მოუგო, შანსი არ დაუტოვა – 3:0. გასტონ პერეიროს, ლუკ დე იონგისა და სტივენ ბერგვინის გოლებით “ეინდჰოვენმა” “აიაქსთან” 10 ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა და ბუნებრივია, ეს სხვაობა სამ ტურში აღმოუფხვრელია.

პსვ ეინდჰოვენმა ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული ბოლო 4 სეზონში მესამედ, ხოლო ისტორიაში 24-ედ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117294