ფეხბურთი

3:30 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდილი სკუდეტოსთვის: 6 ქულა და 6 ტური

6 ტური და 6 ქულა – სერია A-ს მოცემულობა ამ დროისთვის სწორედ ასეთია. როგორც ჩანს, “ნაპოლის” საჩემპიონო ოცნება მომავლისთვის გადაიდო, რადგან მაურიციო სარის გუნდი “იუვენტუსს” კიდევ უფრო ჩამორჩა და ძნელი წარმოსადგენია, რომ სკუდეტოსკენ გაიწიოს.

ნეაპოლელებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორი ქულა მილანში დატოვეს. “ნაპოლის” “როსონერის” წინააღმდეგ ნამდვილად არ უთამაშია ისე, რომ მოგება დაემსახურებინა, მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად შეეძლო. მსაჯის კომპენსირებული დრო მიმდინარეობდა, როდესაც არკადიუშ მილიკი ჯანლუიჯი დონარუმასთან სრულიად მარტო და კარიდან 4 მეტრში დარჩა. თითქოს გოლი გარდაუვალი ჩანდა და... პოლონელს ცუდად არ დაურტყამს, მაგრამ ჯანლუიჯი დონარუმამ საოცარი რეაქცია გამოავლინა. აღნიშნა კიდევ 19 წლის მეკარემ ნამატჩევს, რომ ეს მის კარიერაში საუკეთესო სეივი იყო. ძნელია შევედავოთ. მოკლედ, დონარუმას “გამო” “ნაპოლიმ” სკუდეტოსთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიმძინა და ვინძლო, ეს გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

“ნაპოლის” წაფორიხლებით მშვენივრად ისარგებლა “იუვენტუსმა”, რომელმაც გენუის “სამპდორიას” ადვილად მოუგო. ყველაფერი კი 43-ე წუთიდან დაიწყო, როდესაც ტრავმირებული მირალემ პიანიჩის ნაცვლად მოედანზე დუგლას კოშტა გამოჩნდა. ბრაზილიელმა ნამდვილი შოუ მოაწყო და საგოლე პასების კუთხით ჰეთ-თრიქი გაიფორმა. კოშტამ პირველივე შეხებით მარიო მანჯუკიჩს გაატანინა, ხოლო მეორე ტაიმში ორი ფენომენალური ასისტი შეასრულა: ჯერ ბენედიქტი ჰიოვედესს გატანინა, რომელიც მოედანს 5 თვიანი პაუზის მერე დაუბრუნდა, ხოლო მერე სამი ხედირას. 3:0 და “იუვე” “ნაპოლის” 6 ქულით დაუსხლტდა. ზუსტად ერთ კვირაში ეს გუნდები ტურინში შეხვდებიან ერთმანეთს! ერთი საინტერესო დეტალი – “ბებერმა ქალბატონმა” ბოლოს სწორედ “სამპდორიასთან” წააგო (2:3) და იქედან მოყოლებული 19 მატჩი (ერთი წრე) წაუგებლად ჩაატარა (17 მოგება, 2 ფრე, 4 გაშვებული გოლი). შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ ზედიზედ მე-7 სკუდეტოს რეალურად მიუახლოვდა.

ტურის მთავარი მატჩი კი მარადიულ ქალაქში შედგა, სადაც დერბი დელა კაპიტალე გაიმართა. “ლაციომ” და “რომამ” ერთმანეთის კარს გასაღები ვერ მოუძებნე და უგოლოდ დაშორნდნენ ერთმანეთს. მაინცდამაინც თვალსასეირო შეხვედრა არ გამოდგა. ბოლოსკენ მოგებასთან უფრო ახლოს “ჯალოროსი” იყო. ედინ ჯეკომ სამი რეალური საგოლე მომენტი გაატანა ქარს. ასე იყო თუ ისე, რომაული გუნდები ჩემპიონთა ლიგის ზონაში დარჩნენ და “ინტერი” ისევ მათ უკანაა, 1 ქულით.

“ფიორენტინა” – “სპალი” 0:0 (0:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 29 651

“ფიორენტინა” (4-3-1-2): სპორტიელო; მილენკოვიჩი, პეცელა, ვიტორ უგო, ბირაგი (ჟილ დიასი 80); ბენასი, დაბო, ვერეტუ; საპონარა (ეისერიჩი 65); კიეზა, სიმეონე (ფალჩინელი 65)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“სპალი” (3-5-2): მერეტი; ჩიონეკი, ვიკარი, ფელიპე; ლაძარი, ევერტონი, ვივიანი, ვიტალე, კოსტა (მატიელო 46, შიავონი 71); ფლოკარი (პალოსკი 56), ანტენუჩი

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

გაფრთხილება: საპონარა (24), ვიტორ უგო (82) – ევერტონი (44), ვიტალე (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (70 – 2 (1) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 8:4 თამაშგრე: 0:0

მსაჯი: დანიელე ორსატო

“მილანი” – “ნაპოლი” 0:0 (0:0)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 65 786

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, მუსაკიო, ძაპატა, როდრიგესი; კესიე, ბილია, ბონავენტურა (ლოკატელი 80); სუსო, კალინიჩი (ანდრე სილვა 70), ჩალჰანოღლუ

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, ჰისაი; ალანი (როგი 87), ჟორჟინიო, ჰამშიკი (ზიელინსკი 66); კალეხონი, მერტენსი (მილიკი 66), ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გაფრთხილება: ძაპატა (55), ჩალჰანოღლუ (90) – ჰისაი (64), კულიბალი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 10 (6) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 12:7 თამაშგრე: 3:1

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ბოლონია” – “ვერონა” 2:0 (1:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 19 172

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; მბაიე, დე მაიო, ჰელანდერი, მაზინა; პოლი (ნადი 76), პულგარი (კრისეტიჯი 58), დზემაილი; ვერდი, დესტრო, პალასიო (დი ფრანჩესკო 84)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ვერონა” (4-3-3): ნიკოლასი; ფერარი, კარაჩოლო, ვუკოვიჩი, ფელიჩოლი; რომულო (ლი 67), ფოსატი (მატოსი 83), ვალოტი; ჩერჩი (პეტკოვიჩი 60), ფარესი, აარონსი

მწვრთნელი: ფაბიო პეკია

გოლები: 1:0 ვერდი (31), 2:0 ნადი (90)

გაფრთხილება: პულგარი (20), კრისეტიჯი (62), პალასიო (83) – კარაჩოლო (17), ლი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 6 (1) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 3:4 თამაშგრე: 1:0

მსაჯი: როსარიო აბისო

“სასუოლო” – “ბენევენტო” 2:2 (1:1)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 8 880

“სასუოლო” (3-5-2): კონსილი (პეგოლო 77); პელუზო, აჩერბი, დელ’ორკო; აჯაპონგი, კასატა, მანიანელი (ბერარდი 61), მისიროლი (მაციტელი 70), როჯერიო; პოლიტანო, ბაბაკარი

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

“ბენევენტო” (4-3-3): პუჯიონი; სანია, ჯიმშიტი, ტოსკა, ლეტიცია (ვენუტი 86); კატალდი, სანდრო, ჯურიჩიჩი; გილერმე (ბრინიოლა 26), დიაბატე, იემელო (პარიჯინი 65)

მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი

გოლები: 0:1 დიაბატე (22), 1:1 პოლიტანო (41), 2:1 პოლიტანო (64), 2:2 დიაბატე (73)

გაფრთხილება: პელუზო (3), აჩერბი (22), მანიანელი (45) – კატალდი (46), სანდრო (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 7 (3) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 7:1 თამაშგრე: 3:0

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“ივენტუსი” – “სამპდორია” 3:0 (1:0)

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 40 121

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ჰიოვედესი, რუგანი, კიელინი, ასამოა; ხედირა (სტურარო 81), პიანიჩი (დუგლას კოშტა 43), მატუიდი; კუადრადო, მანჯუკიჩი, დიბალა (ბენტანკური 66)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; სალა, ფერარი, სილვესტრე, რეჯინი; პრატი, ტორეირა, ბარეტო (ვერე 82); რამირესი (კაპრარი 60); კვალიარელა (კოვნაცკი 46), ძაპატა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (45), 2:0 ჰიოვედესი (60), 3:0 ხედირა (75)

გაფრთხილება: ასამოა (33), ჰივედესი (52)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 7 (4) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:8 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“ლაციო” – “რომა” 0:0 (0:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 60 000

“ლაციო” (3-5-1-1): სტრაკოშა; ლუის ფელიპე, დე ვრეი, რადუ; მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (ლუკაკუ 59); ფელიპე ანდერსონი (ლუის ალბერტო 59); იმმობილე (ბასტოსი 82)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“რომა” (3-5-2): ალისონი; ფაციო, მანოლასი (ფლორენცი 74), ჟუან ჟესუსი; ბრუნო პერესი (ელ შაარავი 82), სტროტმანი, დე როსი, ნაინგოლანი, კოლაროვი; შიკი (ჯენგიზ იუნდერი 55), ჯეკო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გაფრთხილება: ლუკას ლეივა (11), ლუის ფელიპე (36), რადუ (39, 80) – ჟუან ჟესუსი (31), სტროტმანი (62)

გაძევება: რადუ (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (1) – 9 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 8:1

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

თეგებისერია A
0.111639