ფეხბურთი

23:13 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში ოთხეული გამოიკვეთა

გერმანიის ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი გუნდების ვინაობა გამოიკვეთა. ყოველშემთხვევაში, ამჟამინდელი სიტუაციით, მეოთხეადგილოსანი “დორტმუნდი”, მდევარ “ლაიფციგს” 4 ქულით უსწრებს და ეს სეზონის ფინიშზე კარგი განაცხადი უნდა იყოს.

30-ე ტურის ცენტრალური მატჩი კი, გელზენკირხენში იყო, სადაც რურის დერბი შედგა. გახსოვთ პირველი წრის მატჩი “სიგნალ იდუნა პარკზე”? – მაშინ “ბორუსია” მოძულე მეტოქეს 4:0 უგებდა, მაგრამ სტუმრებმა არაფერი დათმეს და მატჩი 4:4 დასრულდა. ამჯერად, ასეთი ფეერიული და დრამატული მატჩი არ ყოფილა, მაგრამ “შალკემ” დაამტკიცა, რომ წელს გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე “დორტმუნდი”.

დომენიკო ტედესკოს ბიჭებმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხეს. ჯერ ევგენი კონოპლიანკამ გაიტანა ახლო მანძილიდან, ხოლო შემდეგ ნალდომ შეაგდო ულამაზესი საჯარიმო. მოკლედ, “ხუმარებმა” მეორე ადგილი გაიმყარეს და დარჩენილ ტურებში 3 ქულაც ჰყოფნით, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად გაიფორმონ.

ტურის დასკვნით მატჩში კი, “ლაიფციგმა” “ვერდერს” ვერ აჯობა და ოთხეულს ცოტა მოშორდა. მოგებას ვინ ჩივის, რალფ ჰასენჰუტლის გუნდი აგებდა და მეორე ტაიმის სტარტზე გატანილი გოლი რომ არა, უქულოდ დარჩებოდა.

“შალკე” – “დორტმუნდი” 2:0 (0:0)

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

მაყურებელი: 61 786

“შალკე” (3-4-1-2): ფარმანი; სტამბული, ნალდო, კეჰრერი; კალიჯური, გორეცკა (მაკკეინი 71), ბენტალები, შოპფი; ჰარიტი (დი სანტო 87); კონოპლიანკა (პიაცა 75), ბურგშტალერი

მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბიურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ტოპრაკი, შმელცერი (გიოტცე 86); დაუდი (სანჩო 79), შაჰინი; პულიშიჩი, როისი, ფილიპი (შიურლე 46); ბატშუაი

მწვრთნელი: პეტერ შტოგერი

გოლები: 1:0 კონოპლიანკა (50), 2:0 ნალდო (82)

გაფრთხილება: ბურგშტალერი (78) – პიშჩეკი (61)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (3) – 12 (5) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მანუელ გრაფე

“ვერდერი” – “ლაიფციგი” 1:1 (1:0)

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 42 100

“ვერდერი” (4-3-3): პავლენკა; გებრე სელასიე, ველიკოვიჩი, მოისანდერი, ფრიედლი; ეგეშტეინი (კაინცი 90), ბარგფრედე, დელანი; რაშიცა (ბელფოდილი 62), კრუსე, იუნუზოვიჩი (გონდორფი 79)

მწვრთნელი: ფლორიან კოფელდტი

“ლაიფციგი” (4-4-2): გულაში; ილსანკერი, ორბანი, კონატე, ბერნარდო; კაიზერი (ლუკმანი 46), კამპლი (კეიტა 76), დემე, ფორსბერგი; პოულსენი, ვერნერი

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

გოლები: 1:0 მოისანდერი (28), 1:1 ლუკმანი (50)

გაფრთხილება: მოისანდერი (15), დელანი (84) – ორბანი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 10 (4) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: კრისტიან დინგერტი

თეგებიბუნდესლიგა
ფრაიბურგი   2 - 0    აუგსბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

ლევერკუზენი   3 - 2    ჰანოვერი

შემადგენლობა

მოვლენები

ბაიერნი   1 - 4    შტუტგარტი

შემადგენლობა

მოვლენები

მაინცი   1 - 2    ვერდერი

შემადგენლობა

მოვლენები

ვოლფსბურგი   4 - 1    კიოლნი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰოფენჰაიმი   3 - 1    დორტმუნდი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰამბურგი   2 - 1    გლადბახი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰერტა   2 - 6    ლაიპციგი

შემადგენლობა

მოვლენები

შალკე   1 - 0    აინტრახტი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.337326