ფეხბურთი

21:09 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას მორიგი გოლი ავსტრიაში (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში ვენურ დერბში “რაპიდმა” “აუსტრია” მისსვე მოედანზე გაანადგურა – 4:0. აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც 73-ე წუთზე ბერიშას კარგი გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქვილითაია ამჯერად ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 72-ე წუთიდან გამოჩნდა. 24 წლის ქართველ ფორვარდს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 8 გოლი დაუგროვდა.

რაც შეეხება მის გუნდს – “რაპიდი” 30 ტურის თავზე 49 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124597