ფეხბურთი

12:42 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სასტიკი "ბაიერნი"

მიუნხენის “ბაიერნი” კარგა ხანია ჩემპიონია და გასულ ტურში ტიტული ოფიციალურადაც გაიფორმა, მაგრამ ბუნდესლიგაში სიტუაცია არ იცვლება. იუპ ჰაინკესის გუნდი უბრალოდ დაუნდობელია. “რეკოდმაისტერმა” ამჯერად “გლადბახს” გაუთენა შავი დღე, რომელიც ბოლო დროს სხვათა შორის, უხერხულ მეტოქედ ჩამოუყალიბდა.

ახლაც, იოსიპ დრმიჩის გოლთ ბორუსია დაწინაურდა და ტაიმის ბოლო ნაწილამდეც იგებდა, მაგრამ მერე სანდრო ვაგნერი ჩაერთო საქმეში, რომელიც დუბლით გამოირჩა. მეორე ნახევარში კი, მასპინძლებმა მეტოქეს შანსიც აღარ მისცეს. მოკლედ, “ბაიერნს” ვერაფერი აჩერებს შიდა ასპარეზზე და ვნახოთ, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის “რეალთან” რა მოხდება.

გერმანული ფეხბურთის მეტრის მომავალი მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის გუნდი “აინტრახტი” კი დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ გავა. ფრანკფურტელებმა უშუალო კონკურენტ ლევერკუზენის “ბაიერთან” უმძიმესი მარცხი იწვნიეს და სალიგო ზონა უკვე 5 ქულამდეა დაშორებული. მატჩის გმირი კი, კევინ ვოლანდი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა და “ფარმაცევტებმა” 4:1 სძლიეს პრინციპულ მოწინააღმდეგეს.

ამასობაში, “ჰოფენჰაიმი” მიუახლოვდა ოთხეულს, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმაშია. იულიან ნაგელსმანის გუნდმა შინ “ჰამბურგი” დაამარცხა, რომელიც ძალიან ახლოსაა ისტორიაში პირველად ბუნდესლიგიდან გავარდნასთან. “კიოლნი” ბერლინში, “ჰერტასთან” დაამარცხდა. ის “კიოლნი”, რომელიც თითქოს იბრძვის გადასარჩენად, მაგრამ ახლა უკვე ძალიან გვიანია და “თხებს” ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდებათ.

“შტუტგარტსა” და “ჰანოვერს” კი სატურნირო თვლასაზრისითი სანერვიულო არ აქვთ და რა გასაკვირია, რომ ქულები გაიყვეს – 1:1.

“ლევერკუზენი” – “აინტრახტი” 4:1 (1:1)

გოლები: 1:0 ბრანდტი (20), 1:1 ფაბიანი (23), 2:1 ვოლანდი (71), 3:1 ვოლანდი (77), 4:1 ვოლანდი (88)

“ჰერტა” – “კიოლნი” 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბიტენკურტი (29), 1:1 სელკე (49), 2:1 სელკე (53)

“ჰოფენჰაიმი” – “ჰამბურგი” 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 გნაბრი (18), 2:0 სჟალაი (27)

“შტუტგარტი” – “ჰანოვერი” 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ტომი (53), 1:1 ფოლკრუგი (90)

“ბაიერნი” – “გლადბახი” 5:1 (2:1)

გოლები: 0:1 დრმიჩი (9), 1:1 სანდრო ვაგნერი (37), 2:1 სანდრო ვაგნერი (41), 3:1 ტიაგო ალკანტარა (51), 4:1 ალაბა (67), 5:1 ლევანდოვსკი (82)

თეგებიბუნდესლიგა
0.139655