ფეხბურთი

12:20 | 14.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი "რეალთან" შურისძიებისთვის ემზადება

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ არტურო ვიდალს მადრიდის “რეალზე” შურსძიება სურს. ჩილელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგით კმაყოფილებას არ მალავს:

“შურისძიება – ესაა კერძი, რომელიც ცივი უნდა მიირთვა. მოდით, მოვიგოთ!”, - წერს ვიდალი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ერთი წლის წინ “რეალმა” “ბაიერნი” დაამარცხა. მაშინ, ვიდალი ორივე შეხვედრის ეპიცენტრში იყო. ჯერ, მიუნხენში გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა, მერე კი, პენალტი გააცუდა. მადრიდში კი, წითელი ბარათი მიიღო. გარდა ამისა, უნგრელი ვიქტორ კაშაის გადაწყვეტილებები დღემდე სადაო საკითხია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113069