კალათბურთი

14:30 | 13.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარტში და აპრილში ჯეიმსი და დევისი აღიარეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მარტის და აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში ლებრონ ჯეიმსი, ხოლო დასავლეთში ენტონი დევისი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მარტის და აპრილის თვეში “კავალიერსმა” 36 შეხვედრიდან 22 მოიგო. ლებრონი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 29.6 ქულას, 9.5 პასს და 9.4 მოხსნას აგროვებდა.

ენტონი დევისი საშუალოდ ერთ მატჩში 28.4 ქულას, 11.1 მოხსნას და 3.7 ბლოკ-შოტს აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1018