ფეხბურთი

18:10 | 6.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი "მანჩესტერ სიტისთან" სათამაშოდ მზად იქნება

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევმა მოჰამედ სალაჰმა "მანჩესტერ სიტისთან" მოგებულ (3:0) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში საზარდულის დაზიანება მიიღო. როგორც Liverpool Echo იუწყება, ფეხბურთელს სერიოზული არაფერი სჭირს და "ქალაქელებთან" საპასუხო მატჩში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა შესაძლოა პრემიერლიგის 33-ე ტურის დაპირისპირება "ევერტონთან" გამოტოვოს.

ლივერპულური დერბი 7 აპრილს "გუდისონ პარკზე" გაიმართება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრას "მერსისაიდელები" "ქალაქელებთან" 10 აპრილს "ეტიჰად სთედიუმზე" გამართავენ. სალაჰი "ლივერპულისთვის" მიმდინარე სეზონში მნიშვნელოვანი ფიგურაა, შემტევმა 43 მატჩში 38 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110851