ფეხბურთი

2:33 | 6.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 33 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩვენებურის გარჯა ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დააფასა.

გასულ უიქ-ენდზე "ხიმნასტიკმა" "ლუგო" 3:0 დაამარცხა, ხოლო კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და მესამე გოლზე თანაგუნდელს საგოლე პასი გაუკეთა.

მიმდინარე სეზონს 22 წლის ქართველი წარმატებულად ატარებს - 27 შეხვედრაში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124852