ფეხბურთი

20:15 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" ზედიზედ მეორე გამარჯვება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩში გორის "დილამ" ფოთის "კოლხეთი" 3:0 დაამარცხა. ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში კი შიდაქართლელებმა 15 წუთში შეძლეს გამარჯვების მოპოვება, 56-ე, 64-ე და 71-ე წუთებზე შესაბამისად ალვინ ფორტისმა, მიკოლა კოვტალიუკმა და ალექსანდრე კვახაძემ გამოიჩინეს თავი.

გორელებმა წინა ტურში "სიონი" დაამარცხეს, სულ კი ხუთ ტურში 10 ქულა მოუგროვდათ და ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერებს, "საბურთალოს" და თბილისის "დინამოს". ფოთელები კი ოთხი ქულით მერვე ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას "დილა" "სამტრედიასთან" 15 აპრილს გამართავს, ხოლო "კოლხეთი" "რუსთავს" 13 აპრილს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115517