ფეხბურთი

11:48 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

დი ფრანჩესკო: "ბარსელონას" მსაჯები დაეხმარნენ"

იტალიური "რომას" მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ "ბარსელონასთან" (1:4) მარცხი შეაფასა. იტალიელი სპეციალისტი მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა და ჰოლანდიელი დანი მაკელიე გააკრიტიკა.

"ბარსელონა" ისედაც ძლიერია და მსაჯების დახმარება არ სჭირდება. მეტოქეს გამარჯვებაში დავეხმარეთ ჩვენც და მსაჯიც. ბიჭებზე ვერაფერს ვიტყვი, მათ ყველაფერი გააკეთეს. საგოლე მომენტები გვქონდა, რომელიც "ბარსას" წინააღმდეგ უნდა გამოიყენო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. გოლები კი, განსხვავებულ, უწყინარ სიტუაციებში გავუშვით. უფრო მეტი კონცენტრაცია რომ გამოგვეჩინა, ასეთ მარცხს არ განვიცდიდით", - აღნიშნა დი ფრანჩესკომ.

"რომასა" და "ბარსელონას" საპასუხო მატჩი 10 აპრილს, იტალიის დედაქალაქში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102735