ფეხბურთი

12:15 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გამოკითხვა - რონალდუ, რონალდინიო, რივალდო, ზლატანი და სხვები (+VIDEO)

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის “იუვენტუსმა” ულამაზესი, ბრწყინვალე მაკრატელა გაუტანა. ასეთი ეპიზოდები საფეხბურთო ისტორიაში სამუდამოდ მკვიდრდებიან.

საინტერესოა გავიხსენოთ რამდენიმე გამორჩეული გოლი, რომელიც სწორედ ასეთ სტილში გავიდა და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი.

მაშ ასე, გამორჩეული “მაკრატელა” გოლები...

პეტერ კრაუჩი VS “ბოლტონი” და “გალათასარაი”

“ლივერპულის” ტანმაღალი ფორვარდ პეტერ კრაუჩისთვის ერთი შეხედვით ასეთ გოლების გატანა დიდი პრობლემა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე სულაც არ ყოფილა. კრაუჩმა 2006-2007 წლების სეზონში ორი მაკრატელა გაიტანა, რომლებიც ტყუპისაცლივით წააგავდა ერთმანეთს. “ბოლტონ უონდორერსთან ჯერმეინ პენანტის, ხოლო “გალათასარაისთან” სტივ ფინანის ჩაწოდება დააგვირგვინა დიდებულად.

რონალდინიო VS “ატლეტიკო” და “ვილიარეალი”

ბრაზილიელი გენიოსისთვის შეუძლებელი რა იყო? – არც არაფერი. რონალდინიოს მადრიდის “ატლეტიკოსთან” (2007-2008) და “ვილიარეალთან” (2006-2007) წლების სეზონში ორი ფანტასტიკური მაკრატელა აქვს გატანილი.

ტრევორ სინკლერი VS “ბარნსლი”

ტრევორ სინკლერმა ქპრ-ს მაისურით 1997 წელს ინგლისის ასოციაციის თასზე დაუვიწყარი გოლი “ბარნსლის” კარში გაიტანა. ნისლიან ალბიონზე ეს გოლი ალბათ დავიწყებას არც მიეცემა.

გონსალო იგუაინი VS “ფროზინონე”

შესაძლოა გაგიკვირდეთ და გონსალო იგუაინიც მოხვდა ჩვენს ჩამონათვალში. “პიპიტამ” 2016 წელს “ფროზინონეს” ულამაზესი გოლი გაუტანა. საერთოდ ის სეზონი არგენტინელმა დიდებულად ჩაატარა და იტალიის ჩემპიონატში 36 გოლი გაიტანა.

რივალდო VS “ვალენსია”

ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი. რივალდომ “ვალენსიას” ბოლო წუთზე ულამაზესი, დაუჯერებელი გოლი გაუტანა, თავად ჰეთ-თრიქი შეასრულა, თავის გუნდს 3:2 მოაგებინა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა. ალბათ, ეს იყო სიზმარი...

მარკო ვან ბასტენი VS “დენ ბოში”

მარკო ვან ბასტენმა ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა და რა გასაკვირია, რომ მის საგოლე აქტივშიც არის ასეთი გოლი. მარკომ “აიაქსში” თამაშის დროს “დენ ბოშს” საუკუნის გოლი გაუტანა.

იური ჯორკაეფი VS “რომა”

იური ჯორკაეფი – საფრანგეთის ნაკრების ოქროს თაობის შეუცვლელი ფეხბურთელი. იურიმ 1997 წელს “ინტერის” რიგებში “რომას” დაუვიწყარი გოლი გაუტანა, რომელიც აპენინზე დღემდე ახსოვთ.

მაურო ბრეშანი VS “ბარსელონა”

შესაძლოა, მაურო ბრეშანის სახელი არაფერს გეუბნებათ, მაგრამ “ფიორენტინას” ნახევარმცველმა 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” 30 მეტრიდან გაუტანა მაკრატელა...

უეინ რუნი VS “მანჩესტერ სიტი”

78-ე წუთი, მანჩესტერული დერბი, 1:1... ნანი საჯარიმოში აწვდის, პასი თითქოს უმისამართოა, მაგრამ უეინ რუნიმ შეუძლებელი შეძლო და პრემიერლიგის ისტორიაში გამორჩეული გოლით დერბი “იუნაიტედს” მოაგებინა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი VS ინგლისი

ზლატანი რონალდუს გოლს გამოეხმაურა და აბა, ახლა სცადე 40 მეტრიდან გაიტანეო! დიახ, იბრაჰიმოვიჩს ეს უკვე გაკეთებული აქვს, როდესაც ინგლისის ნაკრებს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე “აბსურდული” გოლი გაუტანა.

მარიო მანჯუკიჩი VS რეალი

მარიო მანჯუკიჩმა ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გამოაცხო. ეს გასულ სეზონში მოხდა, როდესაც მადრიდის “რეალის” კარი წარმოუდგენელი დარტყმით დალაშქრა.

კრიშტიანუ რონალდუ VS იუვენტუსი

კრიშტიანუ რონალდუს ულამაზეს გოლი ჩენს სიაში ყველაზე ახალია და ბუნებრივია, მისი გახსენებით თავს არ შეგაწყენთ...

გამოკითხვა
რომელია საუკეთესო მარკატელა გოლი?
ხმის მიცემა შედეგი
0.121245