“ლოკომოტივ-ყუბანის” 49 წლის სერბი მთავარი მწვრთნელი საშა ობრადოვიჩი ევროთასის 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“ლოკომოტივი” ფინალშია გასული, სადაც თურქულ “დარუშაფაკას” დაუპირისპირდება. რუსულმა კლუბმა ევროთასზე ფინალამდე 20-დან ოცივე შეხვედრა მოიგო, რაც ლიგის რეკორდია.







