ფეხბურთი

15:05 | 3.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურია: “უფრო ძლიერი დავბრუნდები”

ეკატერინბურგის “ურალის” ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ, რომელსაც უახლოეს დღეებში გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდება, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაიხადა. 24 წლის შემტევმა განცხადება სოციალურ ქსელში განათავსა.

“მინდა მადლობა გადავუხადო “ურალის” გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, თანაგუნდელებს, პრეზიდენტ გრიგორი ივანოვს. იმედია, დავბრუნდები უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე ვიყავი. მადლობა ყველაფრისთვის”, - განაცხადა ჭანტურიამ.

შეგახსენებთ, გიორგი ჭანტურიამ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა და 6 თვე ლაზარეთში ყოფნა მოუწევს. ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

0.113696