ფეხბურთი

18:17 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურია 6 თვე ვერ ითამაშებს

ეკატერინბურგის “ურალის” ქართველი შემტევის გიორგი ჭანტურიას ტრავმა სერიოზული გამოდგა. როგორც რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელისთვის ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ ყველაზე ცუდი ვარაუდი დაადასტურა - გიორგის მუხლის ჯვარედინა მყესები აქვს დაზიანებული და უახლოეს დღეებში გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც დაახლოებით 6-თვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს.

ჭანტურია “რუბინთან” რუსეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში (1:1) დაშავდა. ის თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა 84-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია. გიორგიმ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე სამი გოლი და ერთი საგოლე პასია.

0.144096