ფეხბურთი

22:30 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

დაუნდობელი "ბაიერნი"

მიუნხენის “ბაიერნს” არც მოახლოებული ჩემპიონთა ლიგა აფრთხობს (ძალების დაზოგვის მიზნით) და არც მეტოქე. “რეკორდმაისტერმა” დორტმუნდის “ბორუსიას” გადაურბინა, გაანადგურა რა – 6:0.

იუპ ჰაინკესის გუნდმა მატჩის ბედი საწყის 25 წუთში გადაწყვიტა, როდესაც სტუმრები სამჯერ დაასაჩუქრა. ტაიმის ბოლოს კიდევ ორჯერ დაამწუხრეს პეტერ შტოგერის გუნდი, ხოლო წერტილი რობერტ ლევანდოვსკიმ დასვა. პოლონელს ყოფილ გუნდთან საერთოდაც ბენეფისი ჰქონდა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. მოკლედ, “ბაიერნი” ბუნდესლიგაში სხვა დონეზეა და ალბათ კარგა ხანს არაფერი შეიცვლება. მიუნხენელებმა მიუხედავად კოლოსარული უპირატესობისა, ჩემპიონობა ოფიციალურად ვერ გაინაღდეს. წინ 6 ტურია, ხოლო “შალკესთან” უპირატესობა 17 ქულაა... შესაბამისად, უკვე მომდევნო ტურში შესაძლოა, ყველაფერს წერტილი დაესვეს. ისე კი, თეორიულად “შალკეს” შანსი აქვს – დარჩენილი 6 მატჩიდან ყველა უნდა მოიგოს და “ბაიერნმა” ასევე ყველა წააგოს... დიდი ხანია, მიუნხენში სასწაულების არ სჯერათ!

მეორე ადგილი გაიმყარა გელზენკირხენის “შალკემ”. “ხუმარებმა” საკუთარ მოედანზე “ფრაიბურგი” პრობლემების გარეშე დაამარცხეს და მიზანთან ძალიან ახლოს არიან. “შალკე” თუ სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს სტაბილურობას, ჩემპიონთა ლიგის საგზურს უდაოდ მოიპოვებს.

ოთხეულში დაბრუნდა “ლაიფციგი” (მინიმუმ ერთი დღით). რალფ ჰასენჰუტლის გუნდმა ჰანოვერში მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და კვირას, “აინტრახტი” თუ წაიფორხილებს, ლიგის ზონაში დარჩება.

“ლევერკუზენი” ისევ ვერ დასტაბილურდა. “ფარმაცევტებმა” ამჯერზე საკუთარ მოედანზე ვერაფერი დააკლეს უმოტვაციოდ, ცხრილის შუაში გაჩხერილ “აუგსბურგს” და უგოლოდ ფრეს დასჯერდნენ. ეს კი, “ბაიერს” ძვირად დაუჯდა.

ამასობაში, “ჰოფენჰაიმმა” “კიოლნი” სახლში გააცამტვერა (6:0). იულიან ნაგელსმანის გუნდი ჯერ კიდევ შორსაა ოთხეულისგან, მაგრამ არც ისე უტოპიურად ჟრერს უკვე ეს ყველაფერი და დარჩენილ ტურებში წესიტ “სოფლელებმაც” უნდა გაიწიონ ჩემპიონთა ლიგის კარისკენ.

“შტუტგარტი” და “ჰამბურგი” კი, “მერსედეს ბენც არენაზე” დაზავდნენ. “შვაბებს” რა უჭირთ, ჩრდილოგერმანელთა საქმეები შავად და სავარაუდოდ, “ჰამბურგი” ისტორიაში პირველად გავარდება ბუნდესლიგიდან.

“ლევერკუზენი” – “აუგსბურგი” 0:0 (0:0)

“ჰანოვერი” – “ლაიფციგი” 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 ფორსბერგი (16), 0:2 ორბანი (54), 1:2 სანე (71), 1:3 პოულსენი (76), 2:3 ფოლკრუგი (78)

“ჰოფენჰაიმი” – “კიოლნი” 6:0 (1:0)

გოლები: 1:0 გნაბრი (22), 2:0 გნაბრი (47), 3:0 უტი (56), 4:0 რუპი (61), 5:0 უტი (65), 6:0 ზუბერი (72)

“შალკე” – “ფრაიბურგი” 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კალიჯური (63, პენ), 2:0 ბურგშტალერი (73)

“შტუტგარტი” – “ჰამბურგი” 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ჰოლტბი (18), 1:1 გინჩეკი (44)

“ბაიერნი” – “დორტმუნდი” 6:0 (5:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (6), 2:0 ხამესი (14), 3:0 მიულერი (24), 4:0 ლევანდოვსკი (44), 5:0 რიბერი (45), 6:0 ლევანდოვსკი (88)

თეგებიბუნდესლიგა
ფრაიბურგი   2 - 0    აუგსბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

ლევერკუზენი   3 - 2    ჰანოვერი

შემადგენლობა

მოვლენები

ბაიერნი   1 - 4    შტუტგარტი

შემადგენლობა

მოვლენები

მაინცი   1 - 2    ვერდერი

შემადგენლობა

მოვლენები

ვოლფსბურგი   4 - 1    კიოლნი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰოფენჰაიმი   3 - 1    დორტმუნდი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰამბურგი   2 - 1    გლადბახი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰერტა   2 - 6    ლაიპციგი

შემადგენლობა

მოვლენები

შალკე   1 - 0    აინტრახტი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.304107