სხვა

18:29 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ანასტასია გოტფრიდმა ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ატაცში გოტფრიდმა მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა და პირველივე ცდაძე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. ანასტასიამ თავიდან 115 კგ აწია და ლიდერობა გაიმყარა. მეორე ცდაზე გოტფრიდმა 124 კგ აწია, ხოლო მესამე ცდაზე 131 კილოგრამით მსოფლიოს რეკორდის დამყარება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა.

აკვრაში გიორგი ასანიძემ 132 კგ შეუკვეთა და ანასტასიამ მხოლოდ მეორე ცდაზე შეიმაგრა შტანგა და მეორე მცირე ოქრო მოიპოვა. გოტფრიდმა შტანგის აწევის დროს მუხლის ტრავმა მიიღო და მესამე ცდა ვეღარ გამოიყენა. 22 წლის სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში 256 კგ დააგროვა და მეორეადგილოსანი სარა ფიშერი (226) საგრძნობლად ჩამოიტოვა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შვიდო ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი დაუგროვდა, გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილს იკავებს. ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს დათო ხეცურიანი (105), ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +105) იასპარეზებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116816