ფეხბურთი

1:12 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო კარერა: "არ მეგონა ვაისი ანანიძეს პირველივე წუთიდან თუ ათამაშებდა"

მოსკოვის “სპარტაკის” მთავარ მწვრთნელ მასიმო კარერასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილება – ჯანო ანანიძის ძირითად შემადგენლობაში გამწესება.

სანამ, იტალიელის კომენტარს გავეცნობოდეთ, იქამდე შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ კარერას ესაუბრა და მას შემდეგ მიიღო ჯანოს ნაკრებში გამოძახების გადაწყვეტილება.

“დიახ, ვაისთან ვისაუბრე და ვუთხარი, რომ მას თამაში შეეძლო. მაგრამ, ასევე ვუთხარი, რომ 90 წუთისთვის მზად არ იყო. აქედან გამომდინარე, არ ველოდებოდი, რომ ჯანოს ძირითად შემადგებლობაში ათამაშებდა”, - ციტირებს კარერას სიტყვებს Sport-express-ი.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძემ ლიტვასთან მატჩის დასაწყისში მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი მყესები დაიზიანა, რის გამოც ორი დღის წინ, რომში ოპერაცია ჩაუტარდა. 25 წლის ქართველი ნახევარმცველის სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით 6 თვე გასტანს.

0.115114